ბოლო განახლება: 1 თებერვალი 2026
კონფიდენციალურობისა და მონაცემთა
დამუშავების პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა (შემდგომში „კონფიდენციალურობის
პოლიტიკა“ ), ატარებს სამართლებრივ ძალას. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს
მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ეთანხმებით და ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენს და
SMSCenter-ს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ამ დოკუმენტის თანახმად.
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს მომხმარებელთა პერსონალური და სხვა სახის ინფორმაციის დამუშავების და
დაცვის წესებს.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს SMSCenter-ის მომსახურების სტანდარტული პირობების
(შემდგომში „მომსახურების პირობები“)
(ხელმისაწვდომი შემდეგ ბმულზე: https://smscenter.ge/) არსებით და
განუყოფელ ნაწილს და განიმარტება მომსახურების პირობებთან ერთობლიობაში.
წინამდებარე დოკუმენტსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილ წესებს.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განიმარტება მომსახურების პირობების მიხედვით, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ წინამდებარე დოკუმენტიდან ან/და კონფიდენციალურობის პოლიტიკის კონტექსტიდან სხვაგვარად
გამომდინარეობს. დამატებით, კონტექსტის შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ
ცალკეულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (შემდგომში „კანონი“)
მინიჭებული მნიშვნელობა.
SMSCenter-ის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „ვიფიშერი“, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
საიდენტიფიკაციო კოდი: 400147337; მისამართი: რუსთაველის გამზირი 1, თბილისი, საქართველო; ტელ: 511 179
966; ელ. ფოსტა: info@smscenter.ge; პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცერი: ლიკა ჩხარტიშვილი (ელ. ფოსტა: likunachkhartishvili@gmail.com;
ტელ: +995 568 627 727).
- ზოგადი დებულებები
- SMSCenter ითვალისწინებს რა პერსონალური მონაცემების და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის
(შემდგომში ერთობლივად მოხსენიებულნი,
როგორც„მონაცემები“)
მნიშვნელობას, იღებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველაზე მოწინავე ზომებს მათი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად. SMSCenter მუდმივად იზრუნებს, რომ უსაფრთხოების ზომები შეესაბამებოდეს
საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ტექნიკურ მიღწევებს.
- კონფიდენციალურობა პრიორიტეტულია. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ და რა
მიზნით აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს SMSCenter მომხმარებლებისგან, რომლებიც სარგებლობენ
SMSCenter-ის პლატფორმით და სერვისებით.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების ვებ-გვერდებზე და აპლიკაციებზე,
რომლითაც შესაძლოა სარგებლობდეს მომხმარებელი, მათ შორის, პლატფორმით სარგებლობის პროცესში
მესამე პირ(ებ)ის სერვისების გამოყენებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამა თუ იმ ბმულზე
გადასვლამდე, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მესამე პირის ვებ-გვერდის პირობებს, მათ შორის,
ამგვარ ვებ-გვერდებზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან/და მონაცემთა დაცვასთან
დაკავშირებულ სხვა დოკუმენტ(ებ)ს.
- SMSCenter, როგორც კანონით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, იღებს და ამუშავებს: (1)
მომხმარებლის მიერ SMSCenter-სთვის მიწოდებულ მონაცემებს (2) ასევე, მონაცემებს, რომელიც
მისთვის ცნობილი ხდება მომხმარებლის მიერ პლატფორმით და სერვისებით სარგებლობისას.
- SMSCenter მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს მანამ, სანამ მომხმარებლის ანგარიში აქტიურია.
მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებისას მომხმარებლის მონაცემები წაიშლება წინამდებარე დოკუმენტით
დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი მონაცემ(ებ)ის შენახვა საჭიროა
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით.
- მონაცემთა თითოეულ კატეგორიასთან მიმართებით დადგენილი შენახვის ვადები განისაზღვრება
დოკუმენტით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგბმულზე: https://smscenter.ge/
- დამატებით, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე SMSCenter მოქმედებს,
როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, SMSCenter-ის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან
დაკავშირებული საკითხები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმებით,
რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგბმულზე: https://smscenter.ge/
- მონაცემების დამუშავების მიზნები
- SMSCenter მონაცემებს ამუშავებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესებისა
და პირობების დაცვით, მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის, მომხმარებლისათვის სერვისების
მიწოდების და პლატფორმასთან დაკავშირებული პროცეს(ებ)ის ოპტიმიზაციის, გამოსწორების და
გაუმჯობესების მიზნით. ქვემოთ მოცემულია დამუშავებული მონაცემების გამოყენების ზოგიერთი
მაგალითი. SMSCenter:
- აწვდის მომხმარებელს მოთხოვნილ და პლატფორმის შესაბამის სერვისებს/პროდუქტს;
- ქმნის ანგარიშს პლატფორმაზე;
- უგზავნის მომხმარებელს სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
- აფიქსირებს მომხმარებელთან დაკავშირებულ მონაცემებს, მაგალითად: გამოყენებული
მოწყობილობები და დრო, IP მისამართი.
- ტესტავს ცვლილებებს სერვისებში და ნერგავს ახალ შესაძლებლობებს ან/და პროდუქტებს.
- რეაგირებას ახდენს სერვისებთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე, პასუხობს ტექნიკურ
კითხვებს და წყვეტს სადავო საკითხებს.
- ახდენს ისეთი საკითხების პრევენციას, მოკვლევას და რეაგირებას, როგორიც არის:
თაღლითობა, სერვისების უნებართვო გამოყენება, მომსახურების პირობების დარღვევა, ან სხვა
უკანონო ქმედებები.
- იცავს კანონის მოთხოვნებს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ფულის გათეთრების
საწინააღმდეგო ნორმატიულ აქტებს.
- მონაცემების მოპოვების საფუძვლები
და წესი
- SMSCenter-ის მიერ მომხმარებლის მონაცემების დამუშავების საფუძველის წარმოადგენს „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტი
(მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი
ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად)
შესაბამისად, მონაცემთა მოწოდება აუცილებელია და მათ გარეშე ხელშეკრულების დადება და სერვისი
მოწოდება ვერ განხორციელდება.
- ქუქი ფაილების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტი - მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, გარდა
იმ ქუქი-ფაილებისა, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის ტექნიკური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად
და შესაბამისად, მომსახურების გასაწევად.
- თავად მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე შეყვანილი მონაცემების დამუშავების საფუძველია მონაცემთა
სუბიექტის თანხმობა, რომლიც მოპოვებაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი პლატფორმით/სერვისებით სარგებლობით ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის
პოლიტიკით განსაზღვრულ მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, საფუძვლებს და მოცულობებს.
- SMSCenter-ის მიერ
მონაცემების
მოპოვების/მიღების
გზები:
- მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე
რეგისტრაცია ან ანგარიშით სარგებლობა
და საკუთარი ნებით მონაცემების(მათ
შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ელ. ფოსტა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და
ა.შ.) გადაცემა SMSCenter-სთვის, პლატფორმით სარგებლობის
მიზნებისათვის.
- მონაცემები, რომელიც
SMSCenter-სთვის ცნობილი
ხდება მომხმარებლის მიერ პლატფორმით
სარგებლობისას(მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: მოწყობილობის IP
მისამართი, პლატფორმით სარგებლობის დრო, თარიღი, ადგილი, ბრაუზერის დასახელება და
ვერსია). ასეთი მონაცემები SMSCenter-სთვის ცნობილი ხდება მაშინ, როცა მომხმარებელი:
- ქმნის ან არედაქტირებს ანგარიშს;
- სარგებლობს ანგარიშით;
- უკავშირდება SMSCenter-ის მხარდაჭერის სამსახურს;
- აკეთებს კომენტარს SMSCenter-ის ბლოგზე ან სოციალურ გვერდზე;
- სარგებლობს პლატფორმის სხვადასხვა სერვისით.
- ამასთან, პლატფორმით სარგებლობისას, მომხმარებელი
სხვა ფიზიკური პირების შესახებ
მონაცემებს აწვდის
SMSCenter-ს, როდესაც:
- მოქმედ ანგარიშს ანგარიშის მფლობელებად ამატებს სხვა ფიზიკურ პირებს და უთითებს
მათ შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
- მოქმედ ანგარიშთან მიმართებით SMSCenter-ის მომსახურების საფასურის ამსახველი
საგადახდო ინვოისის გაგზავნის/მიღების მიზნით ამატებს ფიზიკური პირის
ელ-ფოსტას, რომელზეც გაიგზავნება ინვოისი SMSCenter-ს მხრიდან.
- დამუშავებული მონაცემების
კატეგორიები
- SMSCenter-ს მიერ მიღებული და დამუშავებული მონაცემების კატეგორიები:
- იდენტიფიკატორები:სახელი, გვარი,
პირადი ნომერი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
-
კომერციული/ტრანზაქციული
მონაცემები: ბილინგის ინფორმაცია,
შესყიდული პროდუქტები ან სერვისები, გადახდის საშუალებები და
გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
- ავტომატურად მიღებული მონაცემები.
- მომხმარებლის მიერ პლატფორმით
სარგებლობისას ან/და
ანგარიშის შექმნისას ნებაყოფლობით
მოწოდებული
ინფორმაცია.
- მომსახურების შეფასებისას მოწოდებული
ინფორმაცია.
- მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე
გატარებული დროის
შესახებ
ინფორმაცია.
- SMSCenter-ის მიერ ავტომატურად მიღებული მონაცემების კატეგორიები:
- ინფორმაცია მოწყობილობის გამოყენების
შესახებ,მათ შორის, მაგრამ არა
მხოლოდ: პლატფორმით სარგებლობის ფორმის, კომპიუტერის ან სხვა
მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი, IP
მისამართი, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები, გეოლოკაცია,
ფიზიკური მდებარეობა და სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ოპერატიული
სისტემა და ბრაუზერი, გვერდზე შესვლა, გვერდიდან გასვლა და URL,
პლატფორმით ან ამა თუ იმ სერვისით სარგებლობის ხანგრძლივობა, თარიღი და
დრო, სარგებლობის სიხშირე, შეცდომების დაფიქსირება და სხვა მსგავსი
ინფორმაცია.
- მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ SMSCenter უფლებამოსილია
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაამუშავოს ფაილური სისტემის ან/და
პროფაილინგის მეშვეობით.
- ქუქიები / ქუქი
ფაილები (Cookies)
- მონაცემების შესანახად ან/და შესაგროვებლად SMSCenter იყენებს ქუქი ფაილებს,
რომლებიც წარმოადგენს მომხმარებლის მოწყობილობაზე გადმოწერილ, მცირე მოცულობით
ინფორმაციის შემცველ ფაილებს, რომლებსაც მომხმარებლის ბრაუზერი ინახავს
მომხმარებლის ტექნიკურ მოწყობილობაში. დამატებით, ქუქი ფაილები წარმოადგენს
ბრაუზერის მეხსიერებას კონკრეტული ვებ-გვერდის მიმართ, რომელიც ამოიცნობს
მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის მომენტს და ერგება მომხმარებლის
მოთხოვნებს. ქუქი ფაილები ეხმარება მომხმარებელს, რომ ვებ-გვერდი იყოს მასზე
ადაპტირებული და, ეხმარება მომხმარებელს, რომ მომხმარებელმა ყოველ ჯერზე არ
განახორციელოს პარამეტრების მორგება (მაგალითად, ვებ-გვერდის ენა).
- ქუქი ფაილები ვებ-გვერდს საშუალებას აძლევს მოერგოს მომხმარებელს. ქუქი
ფაილების მეშვეობით SMSCenter-ს ეძლევა შესაძლებლობა მიაწოდოს, დაიცვას და
გააუმჯობესოს მომსახურება კონტენტის პერსონალიზების, მომხმარებელზე მორგების
გზით და უსაფრთხო გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
- ქუქი ფაილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: ლოკაციის, სარეგისტრაციო, მესამე
პირის და ა.შ.
- მესამე პირის ქუქი ფაილებში ძირითადად იგულისხმება ისეთი მესამე პირები,
რომლებიც ახორციელებენ ანალიტიკას (მაგალითად, Google analytics), ასეთი ქუქი
ფაილები განსაზღვრავს რა სიხშირით სტუმრობს მომხმარებელი ვებ-გვერდს, თითოეული
სესიის ხანგრძლივობას და ა.შ.
- სარეგისტრაციო ან/და ანგარიშის ქუქი ფაილები იძლევა ინფორმაციას, თუ რომელმა
მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია ანგარიშით ან/და სარგებლობს ანგარიშით, რა
ხანგრძლივობით იყენებს ანგარიშს ან/და რა სერვისებით სარგებლობს.
- გეოლოკაციის ქუქი ფაილები ადგენს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების
ლოკაციას.
- ბრაუზერის მიერ ქუქი ფაილების გენერირების სრულად შეზღუდვა შეუძლებელია,
ამასთან, შესაძლოა ქუქი ფაილების შეზღუდვამ გავლენა მოახდინოს მომხმარებლის
მიერ პლატფორმით/სერვისებით სარგებლობაზე და შეზღუდოს პლატფორმით/სერვისებით
სარგებლობა.
- მომხმარებელი უფლებამოსილია, ვებგვერდზე წარმოდგენილი შესაბამისი მექანიზმის
მეშვეობით, თავად განსაზღვროს და მონიშნოს ქუქი-ფაილების ის კატეგორიები,
რომელთა დამუშავებაზეც გასცემს თანხმობას, გარდა იმ ქუქი-ფაილებისა, რომლებიც
აუცილებელია ვებგვერდის ტექნიკური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს ქუქი-ფაილების
დამუშავებაზე გაცემული თანხმობა, ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლის გზით.
- SMSCenter ქუქი ფაილებს იყენებს შემდეგი მიზნებისთვის: აუთენტიკაცია, დაცულობა,
გვერდისა და პროდუქტის სანდოობა, რეკომენდაციები, შეფასება და რეაგირება,
გვერდის ფუნქციები და მომსახურება, პერფორმანსი, მარკეტინგი, ანალიტიკა და
კვლევა.
- მონაცემების გაზიარება და საერთაშორისო
გადაცემა
- ზოგადი.მონაცემებს SMSCenter სხვა პირებს
აწვდის მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან/და კანონმდებლობით მოცემულ
შემთხვევებში და გათვალისწინებული წესის თანახმად.
-
სუბიექტები, რომელთაცSMSCenter უზიარებს
მონაცემებს. SMSCenter მონაცემებს
აწვდის შემდეგ სუბიექტებს (ამასთან, აღნიშნულ პირებს მიეწოდება მხოლოდ იმ
მოცულობის და იმ ტიპის მონაცემები, რომელიც საჭიროა/აუცილებელია
კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის):
- სერვის პროვაიდერები- მონაცემები
გადაეცემა კომპანიებს, რომლებსაც SMSCenter იყენებს პლატფორმის
გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისების მხარდასაჭერად. აღნიშნული
კომპანიები ეწევიან მომსახურებებს, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციის
შენახვა, ძიების ტექნოლოგიები, ანალიტიკა, რეკლამა, შეტყობინების
გაგზავნა, იდენტიფიკაციის სისტემები, თაღლითობის გამოვლენა ან/და
ტექნიკური მხარდაჭერა. SMSCenter-ს სერვის პროვაიდერების და მონაცემთა
დამუშავების მიზნებისთვის, ქვე-კონტრაქტორების, სია მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://smscenter.ge/
- სახელმწიფო ან ადმინისტრაციული
ორგანოები-კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
- სხვა მესამე
პირ(ებ)ი-
მომხმარებლის მოთხოვნისამებრ, ან მისი თანხმობით, შესაძლებელია
მონაცემები შეიძლება გაზიარებული იქნას სხვა მესამე პირ(ებ)ისათვის.
- სხვა შემთხვევები.მონაცემები
შესაძლოა, ასევე, მიეწოდოს შემდეგ სუბიექტებს შემდეგ შემთხვევებში: ერთი
მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლისთვის ანგარიშზე წვდომის მიცემა, მათ შორის,
მომხმარებლის ანგარიშის შინაარსის გამოყენების ან რედაქტირების უფლების
მინიჭება, რა შემთხვევაშიც მიმღები პირისათვის ცნობილი ხდება მონაცემები.
- მონაცემთა გაზიარება სხვა
სახელმწიფოში.მონაცემები შესაძლოა, ასევე,
გაზიარდეს სხვა სახელმწიფოში, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მონაცემთა
დამუშავების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში
უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უზრუნველყოფის
სათანადო გარანტიები.
- მონაცემთა გაზიარება ისეთ
სახელმწიფოში, სადაც
არ არსებობს მონაცემთა
დაცვის სათანადო
გარანტიები.იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება
მონაცემთა გადაცემა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც არ არსებობს მონაცემთა დაცვის
სათანადო გარანტიები, SMSCenter უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის
შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლის პერსონალური
მონაცემების სათანადო დაცვას. მომხმარებლის სათანადო დაცვის მიზნით, მესამე
პირისათვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემამდე SMSCenter
უზრუნველყოფს შესაბამისი მესამე პირის მიერ მონაცემთა დასაცავად მიღებული
შესაბამისი ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომების შემოწმებას.
- პასუხისმგებლობა და
SMSCenter-ს, როგორც
დამუშავებაზე უფლებამოსილი
პირის, დამატებითი ვალდებულებები
- ზოგადი. SMSCenter პასუხს აგებს მისთვის მიწოდებული
მონაცემების დამუშავებაზე, შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე.
- მომხმარებლის
გარანტია. მომხმარებელი, რომელიც
აწვდის მონაცემებს SMSCenter-ს, აცხადებს, ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ
მას აქვს შესაბამისი კანონიერი საფუძველი, რომ SMSCenter-სთვის
მიეწოდებინა/დაემუშავებინა მონაცემები. ამ განცხადების/დადასტურების/გარანტიის
დაცვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- მომხმარებლის პასუხისმგებლობა მონაცემებთან
დაკავშირებით.მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე
გაგზავნილ, ატვირთულ, გაზიარებულ, მიღებულ ინფორმაციასთან ან/და მოკლე ტექსტური
(SMS) შეტყობინებების შინაარსში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით,
მომხმარებელს, როგორც ამგვარი მონაცემების შემგროვებელ და დამმუშავებელ
სუბიექტს, რომელიც კანონის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც დამუშავებისთვის
პასუხისმგებელი პირი, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. ყოველგვარი ბუნდოვანების
გამორიცხვის მიზნით, SMSCenter არც ერთ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე გაგზავნილ, ატვირთულ, გაზიარებულ, მიღებულ
ინფორმაციასთან ან/და მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების შინაარსში არსებული
მონაცემების შეგროვებასთან ან/და დამუშავებასთან დაკავშირებით.
- SMSCenter-ს, როგორც
მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი
პირის დამატებითი
ვალდებულებები.SMSCenter-ს, როგორც კანონით
განსაზღვრული მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, დამატებითი
ვალდებულებები და SMSCenter-ს მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული
საკითხები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმებით,
რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://smscenter.ge/
- უსაფრთხოება
- უსაფრთხოების შემოწმება.SMSCenter
რეგულარულად უზრუნველყოფს პლატფორმის ინფორმაციული უსაფრთხოების
შემოწმებას/ტესტირებას, საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად.
- მონაცემთა ცენტრი.მონაცემების
შესანახად SMSCenter იყენებს ქალაქ ფრანკფურტში, გერმანიაში განთავსებულ
მონაცემთა ცენტრს. თავის მხრივ, გერმანია, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის მიერ განსაზღვრულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პერსონალური
მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა.
- ინციდენტის შეტყობინება.მომხმარებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს SMSCenter-ის ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან
(მათ შორის, პერსონალურ ან სხვა სახის მონაცემთა უსაფრთხოებასთან)
დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც მომხმარებლისათვის
ცნობილი გახდა და შესაძლოა ახდენდეს გავლენას SMSCenter-ის სერვისებზე ან/და
პლატფორმაზე. ამ მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია SMSCenter-ს მიაწოდოს
ინციდენტთან დაკავშირებული ნებისმიერი რელევანტური დეტალი, მათ შორის,
ინციდენტის ხასიათი და მისი პოტენციური გავლენა SMSCenter-ის სერვისებზე ან/და
მომხმარებლის ინფორმაციაზე/მონაცემ(ებ)ზე. დამატებით, მომხმარებელი ვალდებულია
ითანამშრომლოს SMSCenter-თან ინციდენტის გამოძიების და გადაწყვეტის პროცესში,
მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და გაუწიოს შესაბამისი მხარდაჭერა SMSCenter-ს
ინციდენტის გამოძიების ან/და აღმოფხვრის პროცესში. ინციდენტის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენება ელ-ფოსტა: info@smscenter.ge.
- მომხმარებლის უფლებები
- მომხმარებელს ან/და მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:
- ინფორმაციის მიღების
უფლება- მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ
დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მათ შორის: რა მონაცემები
მუშავდება, მათი დამუშავების მიზანი და საფუძველი, მონაცემთა
შეგროვების გზები/მოპოვების წყაროები, ინფორმაცია მონაცემთა შენახვის
ვადის ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმის თაობაზე, ინფორმაცია მონაცემთა
სუბიექტის უფლებების შესახებ, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის შესახებ
(ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია ავტომატიზებული
დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის თაობაზე (ასეთის არსებობის
შემთხვევაში). ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია გაეცნოს მის
შესახებ არსებულ მონაცემებს და მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების
ასლის მიღება კომპანიის ელ-ფოსტაზე/პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცერთან შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით. აღნიშნული მოთხოვნის
წარდგენის შემთხვევაში, SMSCenter კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს
მონაცემთა სუბიექტს აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი)
სამუშაო დღის ვადაში. აღიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში.
- მონაცემების
გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის,
დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან/და
განადგურების უფლება- მოითხოვოს
მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან/და
განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა (შენიშვნა: თუ მომხმარებელი
მოსთხოვს SMSCenter-ს მონაცემების მთლიან ან ნაწილობრივ წაშლას, ან
მთლიანად ნაწილობრივ დამუშავების უფლების შეზღუდვას, აღნიშნულმა
შესაძლოა გამოიწვიოს სერვისების შეფერხება ან სერვისებით სარგებლობის
შეწყვეტა). ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით,
მომხმარებლის მიერ მონაცემთა დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და
დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის წაყენება არ ახდენს გავლენას ამგვარი
მოთხოვნის წაყენებამდე განხორციელებულ მონაცემთა დამუშავების
კანონიერებაზე. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, SMSCenter
კისრულობს ვალდებულებას მოახდინოს ამგვარ მოთხოვნაზე რეაგირება (ან/და
მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია ამგვარ მოთხოვნასთან
დაკავშირებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის3 მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში) მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო
დღის ვადაში. აღიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა
სუბიექტი ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას, SMSCenter ვალდებულია კანონით
დადგენილი წესით აცნობოს სუბიექტის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ
მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. SMSCenter
უფლებამოსილია უარი თქვას მონაცემთა დაბლოკვის შესახებ მონაცემთა
სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში.
- თანხმობის გახმობის
უფლება- გაიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნებისმიერ დროს,
ყოველგვარი დასაბუთების/განმარტების გაცემის გარეშე და მონაცემების
დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში დაუკავშირდეს
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და მიმართოს
სასამართლოს. მონაცემთა სუბიექტის მხრიდან გაცემული თანხმობის გახმობის
შემთხვევაში SMSCenter იმოქმედებს წინამდებარე კონფიდენციალურობის
პოლიტიკის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით.
- გასაჩივრების უფლება - კანონით დადგენილი წესით
მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების
მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების
გამოტანამდე; ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.
- კანონმდებლობით, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა
უფლებები - გამოიყენოს კანონით დადგენილი სხვა უფლებები,
მათ შორის მონაცემთა პორტირება და ავტომატიზებული ინდივიდუალური
გადაწყვეტილების მიღებასთან (ასეთის არსებობისას) დაკავშირებული
უფლებები.
- უფლებების გამოყენება- გამოიყენოს
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში დასახელებული უფლებები
SMSCenter-ის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ელ-ფოსტაზე
შეტყობინების გაგზავნით გზით. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მომხმარებლის
სახელწოდებას/სახელს, გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს.
SMSCenter უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა
მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით. SMSCenter უფლებამოსილია უარი
თქვას მომხმარებლის იმ მოთხოვნ(ებ)ის დაკმაყოფილებაზე, რომლებიც
დაუსაბუთებელია, არაგონივრულად მეორდება ან გადაჭარბებულია.
- მონაცემების დამუშავების
შეწყვეტა
- მონაცემთა წაშლის
ვადა.თუ მონაცემების დამუშავების
შეწყვეტის საფუძველია მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის ან
საკანონმდებლო მოთხოვნა, დამუშავების შეწყვეტა ან/და მონაცემების
წაშლა/განადგურება (მოთხოვნის შესაბამისად) მოხდება გონივრულად მოკლე
ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო
დღის ვადაში, იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვა პირების უფლებების ან/და
ინტერესების შელახვა.
- ანგარიშისწაშლა და დეაქტივაცია მომხმარებლის
მოთხოვნის
შემთხვევაში. მომხმარებლის
ანგარიშის წაშლის შემთხვევაში (რა შემთხვევაშიც მომხმარებელი წყვეტს
პლატფორმით სარგებლობას და შლის საკუთარ ანგარიშს), ამგვარი წაშლიდან
10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში SMSCenter გაანადგურებს/წაშლის
მომხმარებელთან დაკავშირებული მონაცემებს (მათ შორის, მომხმარებლის
მიერ მოწოდებული მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემებს), გარდა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის3-10.5 მუხლებით განსაზღვრული
შემთხვევებისა. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს
მონაცემების უფრო მოკლე ვადაში წაშლა, რა შემთხვევაშიც, მომხმარებლის
მონაცემები SMSCenter-ის მიერ წაიშლება 10.1 მუხლით განსაზღვრულ
ვადაში.
- უარი სუბიექტის
მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე.მონაცემთა
სუბიექტის მიერ1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის
შემთხვევაში, SMSCenter უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში უარი თქვას მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, SMSCenter ვალდებულია
მონაცემთა სუბიექტს აცნობოს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი)
სამუშაო დღის ვადაში.
- მონაცემთა დამუშავების გაგრძელება.ყოველგვარი
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია SMSCenter-ის მიერ
მომხმარებელთან დაკავშირებული საჭირო ოდენობის და მოცულობის
მონაცემების შენახვა და დამუშავება გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილ
შემთხვევებში (10.1 და2 პუნქტებში მითითებული ვადების მიუხედავად).
- მონაცემთა დამუშავების გაგრძელება
კანონმდებლობით განსაზღვრულ
შემთხვევებში.დამატებით,
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებლის მონაცემების
შენახვა და დამუშავება შესაძლებელია გაგრძელდეს SMSCenter-ის მიერ იმ
შემთხვევაში, თუ ამგვარი მონაცემების შენახვა საჭიროა ბუღალტრული
აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის, დანაშაულის თავიდან აცილების ან/და
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით.
- მონაცემთა წაშლა, იმ
შემთხვევაში, თუ
მომხმარებლის მხრიდან
არ ფიქსირდება
აქტივობა
პლატფორმაზე.SMSCenter
უფლებამოსილია წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით
წაშალოს მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის,
მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემთა სუბიექტების პერსონალური
მონაცემები) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ანგარიშზე არ ფიქსირდება
აქტივობა (სულ მცირე, პლატფორმაზე შესვლა ან/და საფასურის გადახდა). იმ
შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ანგარიშზე არ დაფიქსირდება რაიმე სახის
აქტივობა, SMSCenter უფლებამოსილია მოახდინოს მომხმარებლის ანგარიშში
არსებული სრული ინფორმაციის/მონაცემების, დოკუმენტების, შაბლონების,
კონფიგურაციების და ა.შ. წაშლა პლატფორმაზე მომხმარებლის ბოლო
აქტივობის დაფიქსირებიდან 2 (ორი) წლის ვადის ამოწურვისთანავე.
ამასთან, 2 (ორი) კალენდარული წლიანი ვადის გასვლამდე არა-უგვიანეს 10
(ათი) კალენდარული დღით ადრე SMSCenter მომხმარებელს
ატყობინებს/ახსენებს აღნიშნული ვადის ამოწურვის შესახებ. დამატებით,
განსაზღვრულია, რომ აღნიშნული წესი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც
SMSCenter ახდენს სერვისების მიწოდების შეწყვეტას მომსახურების
პირობების1 პუნქტში განსაზღვრულ (4) და (5) შემთხვევაში.
- არასრულწლოვანთამონაცემების დაცვა.
SMSCenter-ის სერვისები არ არის მორგებული ან/და განკუთვნილი 18
(თვრამეტი) წლამდე პირებისთვის ან იმ პირთათვის, რომლებიც შესაბამისი
კანონმდებლობის თანახმად ითვლებიან არასრულწლოვნებად. SMSCenter
გაცნობიერებულად არ აგროვებს ან ითხოვს არასრულწლოვანთა პერსონალური
მონაცემების გადაცემას და არ აწვდის არასრულწლოვნებს სერვისებს.
არასრულწლოვანი პირი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს SMSCenter-ის
სერვისები. შესაბამისად, თუ არასრულწლოვანი ხართ, გთხოვთ, არ
გამოიყენოთ SMSCenter-ის სერვისები ან/და გაგვიზიაროთ თქვენი
პერსონალური მონაცემები.
- დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანასთან
დაკავშირებით მოქმედებს მომსახურების პირობებით გათვალისწინებული
წესები.
- მონაცემთა დაცვის საკითხებთან მიმართებით მომხმარებელსა და
SMSCenter-ის შორის საკომუნიკაციოდ გამოიყენება შემდეგი ელ-ფოსტა: info@smscenter.ge.
შეთანხმება პერსონალურ მონაცემთა
დამუშავების შესახებ
წინამდებარე შეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ (შემდგომში
“DPA“ ან
„დანართი“) წინამდებარე დოკუმენტი
წარმოადგენს SMSCenter-ის მომსახურების სტანდარტული პირობებისა (შემდგომში „მომსახურების პირობები“)
(ხელმისაწვდომი შემდეგ ბმულზე: https://smscenter.ge/) და „კონფიდენციალურობისა
და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით“ (ხელმისაწვდომი შემდეგ ბმულზე: https://smscenter.ge/) (შემდგომში „კონფიდენციალურობის
პოლიტიკა“) არსებით და განუყოფელ ნაწილს და განიმარტება მომსახურების პირობებთან და
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთობლიობაში.
წინამდებარე დანართში გამოყენებულ ტერმინებს ენიჭება მომსახურების პირობებითა და კონფიდენციალურობის
პოლიტიკით განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე დანართით სხვაგვარად
გამომდინარეობს. ვინაიდან,
(ა) მომხმარებელს სურს, გამოიყენოს პლატფორმა [ხელმისაწვდომი ბმულზე: https://smscenter.ge/] მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების
გაგზავნის მიზნებისთვის;
(ბ) მომხმარებელი მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების გაგზავნის პლატფორმის გამოყენების
პროცესში ამუშავებს ცალკეულ პერსონალურ მონაცემებს;
(გ) მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების შედეგად
შეგროვებული/შენახული/ატვირთული/გაზიარებული/გაგზავნილი ცალკეული მონაცემების დამუშავება განხორციელდება
SMSCenter-ის მიერ;
(დ) მხარეებს სურთ დანერგონ მონაცემთა დამუშავების თაობაზე შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა
უფლება-მოვალეობებს და უზრუნველყოფს მხარეთა შესაბამისობას მარეგულირებელ/საკანონმდებლო მოთხოვნებთან;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
- ზოგადი დებულებები
- კანონმდებლობის დაცვა. DPA-ის თითოეული
მხარე ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს შესაბამისი
კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და მოთხოვნები.
- მონაცემთა ნებადართული
დამუშავება. წინამდებარე დანართზე ხელმოწერით, მომხმარებელი
ანიჭებს SMSCenter-ს უფლებამოსილებას, რომ SMSCenter-იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის სახელით დაამუშავოს პერსონალური მონაცემები
(შემდგომში „ნებადართული
დამუშავება“).
- მხარეთა კლასიფიკაცია. მხარეები
თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების, მათ შორის, პლატფორმის
გამოყენების/პლატფორმით სარგებლობის ფარგლებში მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთული ან/და
SMSCenter-სთვის გაზიარებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემის (შემდგომში -
„პერსონალური მონაცემები“)
დამუშავებისას, SMSCenter იმოქმედებს, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“ და პერსონალურ
მონაცემებს დაამუშავებს აღნიშნული კანონისა და წინამდებარე DPA-ის საფუძველზე.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან ან/და კონფიდენციალობასთან დაკავშირებით არსებული
ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის რეგულირებული წინამდებარე დანართით, რეგულირდება
კონფიდენციალურობის პოლიტიკით. კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და წინამდებარე დანართს შორის
წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დანართით დადგენილ
პირობებს/წესებს.
- დამატებით, განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც გათვალისწინებული არ არის
წინამდებარე დანართით, რეგულირდება კონფიდენციალურობის პოლიტიკით ან/და მომსახურების პირობებით.
- SMSCenter-ის, როგორც დამუშავებაზე
უფლებამოსილი
პირის, ვალდებულებები
- კანონმდებლობის დაცვა. SMSCenter
ვალდებულია დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და
წინამდებარე დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის
პერსონალურ მონაცემთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამუშავებისას.
- მონაცემთა დამუშავება და მომხმარებლის
ინსტრუქციები. SMSCenter ვალდებულია პერსონალურ მონაცემები
დაამუშავოს მხოლოდ წინამდებარე დანართის ან/და ხელშეკრულების საფუძველზე, ფარგლებში და
მიზნებისათვის, ასევე, მომხმარებლის როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული „დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის“
წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული კონკრეტული დავალების
შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ SMSCenter მიიჩნევს, რომ
მომხმარებლის დავალება/მითითებები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, SMSCenter ვალდებულია
აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მომხმარებელს.
- ექსპლიციტური დათქმა. წინამდებარე დანართით
ექსპლიციტურად არის გაცხადებული, რომ: (i) SMSCenter-ს ვალდებულებები მომხმარებლის წინაშე
მოიცავს მხოლოდ მომსახურებას და პლატფორმის ოპერირებას; და (ii) მომხმარებლის, როგორც მონაცემთა
დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან განხორციელდება პლატფორმაზე მონაცემთა
ატვირთვა/შეყვანა/დამატება, რა მომენტიდანაც მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას პერსონალურ
მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი შესაბამისი მოთხოვნები, მათ შორის,
მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის მოპოვებასა და ინფორმირებასთან დაკავშირებული
მოთხოვნები.
- დამუშავების მიზანი - მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს პირდაპირი
მარკეტინგის განხორციელება.
- დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიები.
SMSCenter-ის მიერ შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, პრომო-კოდი,
მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, დაბადების თარიღი და პირდაპირი მარკეტინგის
განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები. სისტემაში შესაყვან მონაცემთა კატეგორიებს
განსაზღვრავს თავად მომხმარებელი.
- მონაცემთა დამუშავების საფუძველი - პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა
დამუშავების საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, რომლის მოპოვებაზეც
პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელს ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა თანხმობის
გამოხმობის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით.
- კონფიდენციალურობა. SMSCenter მიანიჭებს წვდომას
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე შენახულ/ატვირთულ/დამატებულ პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ იმ
თანამშრომლებს/ქვე-კონტრაქტორებს, რომელთა წვდომაც ამ მონაცემებზე აუცილებელია SMSCenter-ს მიერ
მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნებისათვის. დამატებით, SMSCenter კისრულობს
ვალდებულებას, რომ ამგვარი პირების მიმართ იმოქმედებს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და
წინამდებარე დანართში მოცემული ვალდებულებების ექვივალენტური ვალდებულებები. SMSCenter აცხადებს
და იძლევა გარანტიას, რომ მისი საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არ არსებობს
პერსონალურ მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების შელახვის
მაღალი საფრთხე.
- უსაფრთხოება. SMSCenter ვალდებულია და შემუშავებული აქვს
სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად.
- მონაცემთა სუბიექტების
უფლებები. მომხმარებელი პასუხისმგებელია მონაცემთა
სუბიექტების შესაბამისი მოთხოვნების რეაგირებაზე, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტების
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს. იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია,
SMSCenter მოქმედი, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, მომხმარებლის, როგორც
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის, მოთხოვნით, გაუწევს მომხმარებელს დახმარებას
მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნებზე რეაგირების პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი
პირდაპირ მიმართავს SMSCenter-ს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნით, SMSCenter
ვალდებულია დაუყონებლივ გადაამისამართოს მონაცემთა სუბიექტი მომხმარებელთან, როგორც მონაცემთა
დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირთან.
- მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული
ჩანაწერები. SMSCenter ვალდებულია კანონმდებლობის დაცვით
აწარმოოს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების ან/და პროცესის
აღრიცხვა.
- მონიტორინგი. მომხმარებელი უფლებამოსილია მონიტორინგი
გაუწიოს SMSCenter-ის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას და შემოწმების მიზნით,
SMSCenter-ის მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისთვის წარდგენა. დამატებით,
მომხმარებელი უფლებამოსილია წინამდებარე დანართში მითითებული წესების დაცვის უზრუნველყოფის
მიზნით, საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს ტექნიკური აუდიტი. ამგვარი აუდიტი უნდა ტარდებოდეს
არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, ხოლო აუდიტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 (სამი)
სამუშაო დღეს. დამატებით, განსაზღვრულია, რომ: (i) ამგვარი აუდიტი უნდა ჩატარდეს SMSCenter-ის
შესაბამისი უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების დაცვით; და (ii) ყოველი აუდიტის დაწყებამდე
სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე უნდა ეცნობოს SMSCenter-ს. აუდიტის ფარგლებში
მოპოვებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურად უნდა დაიცვას
მომხმარებელმა. SMSCenter ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი
შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.
- მონაცემთა შენახვა
და წაშლა. პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული
მონაცემები დამუშავდება მხართა შორის დადებული შეთანხმების/მომხმარებლის ანგარიშის არსებობის
განმავლობაში ან მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობამდე. SMSCenter ვალდებულია
დაიცვას პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები კანონმდებლობითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით
დაცული წესებისა და მიზნების შესაბამისად. მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში
SMSCenter ვალდებულია წაშალოს შესაბამისი პერსონალური მონაცემები.
- მომხმარებლის, როგორც
დამუშავებაზე პასუხისმგებელი
პირის, ვალდებულებები
- კანონმდებლობის დაცვა. მომხმარებელი,
როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია დაიცვას „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დანართით
გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამუშავებისას.
- მომხმარებლის პასუხისმგებლობა.
მომხმარებელი პასუხისმგებელია: (i) მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე, მათ შორის, მონაცემთა
დამუშავების შესაბამისობაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან/და ნებადართული
დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებთან; (ii) მონაცემთა სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე
ან/და მონაცემთა სუბიექტებისგან მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შესაბამისი თანხმობის
მოპოვებაზე/გამოხმობის უზრუნველყოფაზე; (iii) პლატფორმის, მომსახურების ან/და დოკუმენტების
გამოყენებაზე, რომლებსაც მომხმარებელი აგზავნის/ტვირთავს/ხელს
აწერს/აარქივებს/ეცნობა/ინახავს/შლის პლატფორმის მეშვეობით; (iv) მონაცემთა დამუშავებასთან
დაკავშირებული პროცესების/მოქმედებების აღრიცხვაზე; და (v) საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა
დამუშავების დაწყებამდე შესაბამისი მოთხოვნების დაცვაზე. დამატებით, მომხმარებელი
პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ SMSCenter-ის მომსახურების გამოყენების პროცესში პერსონალური
მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
- მონაცემთა სუბიექტების
მოთხოვნები. მომხმარებელი ვალდებულია კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით და ვადაში შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მონაცემთა სუბიექტების
მოთხოვნებზე. მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნებთან მიმართებით SMSCenter-ის, როგორც მონაცემთა
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ წინამდებარე დანართის7
მუხლში განსაზღვრული ვალდებულებით.
- ინციდენტი
- SMSCenter ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების
დასაცავად, აგრეთვე, ინციდენტ(ებ)ის, (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების ისეთი
დარღვევის, რომელიც იწვევს პერსონალური მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას,
დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ
შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას, (შემდგომში
„ინციდენტი“)) აღსაკვეთად
გაატაროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი
ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა
სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
- SMSCenter ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს
24 საათისა შეატყობინოს მომხმარებელს შემთხვევის შესახებ შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
- ინციდენტის გარემოებების, სახისა და დროის შესახებ;
- იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელსაც შეეხო ინციდენტი, მათ შორის, ინციდენტის
შედეგად უნებართვოდ გამჟღავნებული, დაზიანებული, წაშლილი, განადგურებული, მოპოვებული,
დაკარგული, შეცვლილი პერსონალური მონაცემების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის,
აგრეთვე იმ მონაცემთა სუბიექტების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ,
რომლებსაც ინციდენტის შედეგად შეექმნათ საფრთხე;
- ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო ზიანის, მისი შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით SMSCenter-ის მიერ
განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ან სხვა საკონტაქტო პირის მონაცემები.
- SMSCenter ვალდებულია ინციდენტთან დაკავშირებით დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ან/და
მესამე პირებს არ გადასცეს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული
ვალდებულებისა.
- SMSCenter ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინციდენტისა და მისი გამომწვევი მიზეზების
აღმოფხვრისთვის და გატარებული ზომების შესახებ აცნობოს მომხმარებელს. მომხმარებლის მოთხოვნის
შემთხვევაში, SMSCenter ვალდებულია გაუწიოს დახმარება მომხმარებელს ინციდენტზე რეაგირებასა და მასთან
დაკავშირებით კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების, მათ შორის, შეტყობინების ვალდებულების
შესრულებაში.
- SMSCenter-ის პერსონალი და
ქვე-კონტრაქტორები
- SMSCenter-ის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პერსონალურ მონაცემთა
დამუშავებაში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
ამასთანავე, SMSCenter ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ასეთ თანამშრომელს დაეკისროს ვალდებულება,
დაიცვას პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა, მათ შორის, მისი სამსახურებრივი
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
- SMSCenter უფლებამოსილია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში და მომხმარებლის წინასწარი წერილობითი
თანხმობის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართოს ქვე-კონტრაქტორები,
რომლებზეც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული
პირობები. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს
SMSCenter-ს ნაკისრი ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი
ვალდებულებების დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში.
- მხარეები აცხადებენ და ექსპლიციტურად ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებისა და დანართის
გაფორმების თარიღზე SMSCenter იყენებს შემდეგბმულზე დასახელებული ქვე-კონტრაქტორების
მომსახურებას: https://smscenter.ge/. შესაბამისად,
წინამდებარე დანართზე ხელმოწერით მომხმარებელი ანიჭებს SMSCenter-ს უფლებამოსილებას, რომ
SMSCenter-მა წინამდებარე მუხლში მითითებული ქვე-კონტრაქტორების მეშვეობით განახორციელოს
მომსახურება. აღნიშნული ქვე-კონტრაქტორების ცვლილების ან/და SMSCenter-ს მიერ ახალი
ქვე-კონტრაქტორის ჩართვის შემთხვევაში, SMSCenter ვალდებულია წერილობით (მათ შორის,
ელექტრონულად) აცნობოს მომხმარებელს შესაბამისი ქვე-კონტრაქტორის ჩართვის/ცვლილების შესახებ
ამგვარი ჩართვის/ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.
- იმ შემთხვევაში, თუ ქვე-კონტრაქტორების ცვლილების ან/და SMSCenter-ის მიერ ახალი
ქვე-კონტრაქტორის ჩართვის შემთხვევაში მომხმარებელი აგრძელებს პლატფორმის გამოყენებას,
აღნიშნული განიხილება, როგორც მომხმარებლის თანხმობა ახალი ქვე-კონტრაქტორის ჩართვასთან ან/და
ქვე-კონტრაქტორის ცვლილებასთან დაკავშირებით.
- მონაცემთა გამჟღავნება
- პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებისას SMSCenter ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი ინფორმაციის
რეგისტრაცია და მომხმარებლისათვის მიწოდება (მომხმარებლის მიერ ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):
რომელი პერსონალური მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი
საფუძვლით. ეს ინფორმაცია შეინახება პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის შესახებ პერსონალურ
მონაცემებთან ერთად მათი შენახვის ვადის განმავლობაში.
- SMSCenter ვალდებულია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის
მონაცემთა სუბიექტ(ებ)ისა და მონაცემთა დაცვაზე საზედამხედველო შესაბამისი ორგანოს მომართვის
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში,
SMSCenter ვალდებულია გაუწიოს გონივრული დახმარება მას მესამე პირთა მოთხოვნების საპასუხო
ღონისძიებების განხორციელებაში.
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა
- SMSCenter ვალდებულია წაშალოს ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გადასცეს მონაცემები ამ
შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ
მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი. მონაცემთა
დამუშავების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წინამდებარე დანართით გათვალისწინებული
ვალდებულებები ძალაში რჩება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდეგ იმ ვადით, რა
ვადითაც SMSCenter ინარჩუნებს წვდომას პერსონალურ მონაცემებზე.
- კომუნიკაცია
- მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოთხოვნის ან/და შეკითხვის არსებობის
შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს SMSCenter-ს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@smscenter.ge.
ქვე-კონტრაქტორების სია
|
სახელწოდება
|
მისამართი
|
ქვეყანა
|
სერვისის აღწერა
|
|
Amazon Web Services EMEA SARL, ("AWS Europe")
|
38 Avenue John F. Kennedy, L-1855 Luxembourg
|
Luxembourg
|
Cloud infrastructure and hosting services
|
|
შპს „მაგთიკომი“
|
ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 7, ქ. თბილისი, საქართველო
|
საქართველო
|
საქართველოში SMS-ის გაგზავნის სერვისი
|
|
შპს „სილქნეტი“
|
ჰეიდარ ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპირო 7, თბილისი
|
საქართველო
|
საქართველოში SMS-ის გაგზავნის სერვისი
|
|
შპს „სელფი მობაილ“
|
ბამბის რიგი 8, ქ. თბილისი, საქართველო
|
საქართველო
|
საქართველოში SMS-ის გაგზავნის სერვისი
|
მონაცემთა შენახვის ვადები
|
მონაცემთა კატეგორია
|
პერსონალური მონაცემები (დეტალურად)
|
შენახვის ვადა
|
|
იდენტიფიკატორები
|
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი
|
პირადი ანგარიშის არსებობის განმავლობაში
|
|
კომერციული/ტრანზაქციული მონაცემები
|
ბილინგის ინფორმაცია, შესყიდული პროდუქტები ან სერვისები, გადახდის საშუალებები და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია
|
სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი გასვლიდან არაუმეტეს 1 წელი.
|
|
ავტომატურად მიღებული მონაცემები
|
ინფორმაცია მოწყობილობის გამოყენების შესახებ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: პლატფორმით სარგებლობის ფორმის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი, IP მისამართი, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები, გეოლოკაცია, ფიზიკური მდებარეობა და სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ოპერატიული სისტემა და ბრაუზერი, გვერდზე შესვლა, გვერდიდან გასვლა და URL, პლატფორმით ან ამა თუ იმ სერვისით სარგებლობის ხანგრძლივობა, თარიღი და დრო, სარგებლობის სიხშირე, შეცდომების დაფიქსირება და სხვა მსგავსი ინფორმაცია.
|
სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი გასვლიდან არაუმეტეს 1 წელი.
|
|
მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობისას ან/და ანგარიშის შექმნისას ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია
|
|
სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში
|
|
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე გატარებული დროის შესახებ ინფორმაცია.
|
|
პირადი ანგარიშის არსებობის განმავლობაში
|
|
ქუქი ფაილები
|
|
მონაცემები ინახება თანხმობის გამოხმობამდე ან სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში
|