ბოლო განახლება: 1 თებერვალი 2026
მომსახურების სტანდარტული პირობები
წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში „მომსახურების პირობები“) ატარებს
სამართლებრივ
ძალას. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ადასტურებთ მას
და
აცნობიერებთ, რომ თქვენსა და SMSCenter-ს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ამ დოკუმენტის თანახმად.
წინამდებარე მომსახურების პირობების არსებით და განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს: „კონფიდენციალურობისა
და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა“ და „პლატფორმის გამოყენების
დამატებითი წესები და პირობები“. აღნიშნულ დოკუმენტებსა და მომსახურების პირობებს შორის
წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით“
ან/და „პლატფორმის გამოყენების დამატებითი პირობებით“ განსაზღვრულ დებულებებს ან/და წესებს.
- ტერმინთა განმარტება
- SMSCenter- შპს „ვიფიშერი“ - საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად
დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი:
400147337, რომელიც ფლობს
და წარმოადგენს ვებ-გვერდის https://smscenter.ge/
მესაკუთრეს, აქვს ლეგალური უფლებამოსილება მართოს პლატფორმა და განახორციელოს მოკლე ტექსტური
(SMS)
შეტყობინებების გაგზავნის მომსახურება.
- პლატფორმა - პროგრამული უზრუნველყოფისა და ვებ-გვერდის https://smscenter.ge/ ერთობლიობა, რომელიც
უზრუნველყოფს
მომხმარებლის მიერ მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების გაგზავნის სერვისს. პლატფორმა
წარმოადგენს
SMSCenter-ს საკუთრებას.
- სერვისი/სერვისები- ის ფუნქციები, ოპერაციები, ტრანზაქციები, რომელთა
განხორციელების საშუალებას პლატფორმა აძლევს მომხმარებელს. სერვისების ჩამონათვალი და
სარგებლობის
ფარგლები განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის/SMS პაკეტების მიხედვით.
- მომხმარებელი- ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის
ორგანიზაციული
წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, რომელიც ქმნის ანგარიშს
პლატფორმაზე.
- მესამე პირი- მომხმარებლისა და SMSCenter-ის გარდა სხვა ნებისმიერი
ფიზიკური
ან იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი
სუბიექტი.
- ანგარიში- პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პირადი
სივრცე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სარგებლობს პლატფორმით და იყენებს ანგარიშთან
დაკავშირებულ სერვისებს.
- სატარიფო გეგმა- კონკრეტული სერვისების ერთობლიობა, რომლის განსაზღვრული
პერიოდით სარგებლობისათვის, მომხმარებელი იხდის გადასახდელს. სატარიფო გეგმების შესახებ
ინფორმაცია
მოცემულია ვებ-გვერდზე https://smscenter.ge/.
- ელექტრონული ფოსტა- მომხმარებელთან ან/და ანგარიშის მფლობელთან
დაკავშირებული
და მის მფლობელობაში არსებული, მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- ტელეფონის ნომერი- მომხმარებელთან ან/და ანგარიშის მფლობელთან
დაკავშირებული
და მის მფლობელობაში არსებული, მოქმედი შესაბამისი ტელეფონის ნომერი.
- ხელშეკრულება- წინამდებარე დოკუმენტი, „კონფიდენციალურობისა და
მონაცემთა
დამუშავების პოლიტიკა“ და „პლატფორმის გამოყენების დამატებითი წესები და პირობები“
და ყველა სხვა დოკუმენტის ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს მომხმარებელსა და SMSCenter-ს შორის
არსებულ ურთიერთობას.
- არა-ავტორიზებული სარგებლობა- ანგარიშის გამოყენება/ანგარიშთან
დაკავშირებული
სერვისებით სარგებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ მინიჭებია მომხმარებლის მიერ.
- ანგარიშის მფლობელი - ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მომხმარებლის
სახელით შექმნილი ანგარიშის მართვას/კონტროლს ან/და იყენებს პლატფორმას ანგარიშის მეშვეობით.
- მხარე- SMSCenter და მომხმარებელი მოხსენიებული ცალ-ცალკე.
- მხარეები- SMSCenter და მომხმარებელი მოხსენიებული ერთობლივად.
- ზოგადი პირობები
- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გაივლის პლატფორმაზე
რეგისტრაციას და გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, SMSCenter საკუთარი
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით, უზრუნველყოფს პლატფორმაზე დაშვებას და
პლატფორმის ფარგლებში მომხმარებლისთვის პირადი სივრცის - კაბინეტის გამოყოფას. მომხმარებელი
თავისი
პირადი კაბინეტიდან ახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის
მიზნით. SMSCenter მომხმარებლებისთვის შესაძლებელს ხდის, როგორც ტრანზაქციული ხასიათის, ასევე
მარკენტინგული შინაარსის მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების გაგზავნას ადრესატებთან, რომლებიც
შეიძლება წარმოადგენდნენ სხვადასხვა მობილური სერვისის პროვაიდერი კომპანიების აბონენტებს.
- მომხმარებელი მომსახურების მიღებისთვის, პირადი კაბინეტის მეშვეობით წინასწარ ყიდულობს
განსაზღვრული
რაოდენობის შეტყობინებებს ბმულზე გამოქვეყნებული სატარიფო გეგმის შესაბამისად. SMSCenter
თითოეულ
მომხმარებელს მიაწვდის იმ მოცულობის სერვისებს, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი მომხმარებლის
მიერ
შერჩეული სატარიფო გეგმა. აღნიშნული მომსახურება ენიჭება თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად
და
მომხმარებელს არ აქვს უფლება სერვისებით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს
მესამე
პირებს.
- SMSCenter-ის მომხმარებლის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების ადრესატამდე
გაგზავნის უზრუნველსაყოფად სარგებლობს სხვადასხვა პარტნიორი მობილური სერვისის პროვაიდერი
კომპანიების მომსახურებით.
- მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ გაგზავნილ, ატვირთულ, გაზიარებულ,
გავრცელებულ
ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ მონაცემებზე. SMSCenter-ს არც ერთ
შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ გაგზავნილ,
ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ
მონაცემებზე.
- მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმით სარგებლობისას მის მიერ პერსონალური და სხვა
სახის
ინფორმაციის ან მონაცემების დამუშავებით და გამოყენებით არ ირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის
მოქმედი კანონები, წესები ან/და რეგულაციები. კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით
დეტალურად
იხილეთ „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა“.
- პლატფორმაზე რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა
- თუ პირს სურს მომხმარებლად რეგისტრაცია და შესაბამისად ანგარიშის შექმნა, იგი გამოხატავს
შესაბამის
ნებას პლატფორმაზე და ელექტრონული ფოსტითა და პაროლით ქმნის ანგარიშს.
- ანგარიშის შექმნის შედეგად პირს ენიჭება მომხმარებლის სტატუსი. მომხმარებლის ანგარიშიდან
განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებად.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ანგარიშის პარამეტრები და არ დაუშვას მესამე პირ(ებ)ის მიერ
ანგარიშზე წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მის ანგარიშზე წვდომა მოიპოვა
მესამე პირმა, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს SMSCenter-ს,
რა
შემთხვევაშიც SMSCenter დაუყოვნებლივ შეაჩერებს ან/და დაბლოკავს ანგარიშს. ყოველგვარი
ბუნდოვანების
გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაუყოვნებლივ არ აცნობებს SMSCenter-ს
ანგარიშის არა-ავტორიზებული წვდომის შესახებ, ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება
ითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულად.
- თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ,
იგულისხმება,
რომ ნებას გამოხატავს/ანგარიშს ქმნის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
- თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ,
პლატფორმით
სარგებლობისას, ანგარიშის მფლობელზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული
ვალდებულებები,
ხოლო მის ქმედებებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
- მომხმარებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს სათაური (სახელწოდება), რომელიც SMSCenter-ის მიერ
დადასტურების შემდეგ იქნება აქტიური. მომხმარებელი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს შეუზღუდავი
რაოდენობის სათაური.
- ახალი სახელწოდებების დასამატებლად მომხმარებელი უგზავნის SMSCenter-ს მოთხოვნას ხელშეკრულებაში
ან/და ვებ-გვერდზე/კაბინეტში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. SMSCenter ვალდებულია
დაადასტუროს ან უარი უთხრას სახელწოდების დამატებაზე მომხმარებლის მხრიდან გაგზავნილი მოთხოვნის
მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
- გარდა შეთანხმებული სახელწოდებებისა, ნებისმიერი სხვა სახელწოდებით მოკლე ტექსტური (SMS)
შეტყობინების გაგზავნის მცდელობის ან/და გაგზავნის ფაქტი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით
დარღვევას და მომხმარებელს დაეკისრება იმ ჯარიმის/საურავის/პირგასამტეხლოს სრულად გადახდის
ვალდებულება, რომელიც შესაძლოა დაეკისროს SMSCenter-ს მობილური სერვის პროვაიდერების ან
ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ამ ვალდებულებათა დარღვევის გამო. ასევე, აღნიშნული დარღვევით
SMSCenter-ისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ სრულად.
წინამდებარე პუნქტში გათვალისწინებული ჯარიმა მომხმარებლის მიერ SMSCenter-ისთვის ანაზღაურდება
SMSCenter-ის წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
- ახალი სათაურის რეგისტრაცია ავტომატურად არ განაპირობებს მის აქტივაციას და აქტივაციის პროცესი
შესაძლებელია გაგრძელდეს არანაკლებ 48 საათისა. SMSCenter უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს
ცალკეული
სათაურის აქტივაციის მოთხოვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
- მომხმარებელს უფლება აქვს მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინება გააგზავნოს მხოლოდ
გააქტიურებული/დადასტურებული სათაურ(ებ)ით.
- შეტყობინებების გაგზავნა
- მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ საკუთარ
კაბინეტში შეყვანილი ადრესატების ნომრებზე. მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე შესაბამისი
ნებართვის მოპოვება თითოეული მომხმარებლის ვალდებულებაა და შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა
ნებართვების მოპოვებასა თუ მათ დამუშავებაზე ეკისრება იმ მომხმარებელს, რომელიც აგზავნის
მარკეტინგულ შეტყობინებებს. SMSCenter არ ახორციელებს ადრესატებისგან ნებართვების მოპოვებას,
იქიდან
გამომდინარე, რომ თითოეული მომხმარებელი თავად ადგენს ადრესატების ნომრების სიას და თავად
არჩევს
ვის რა შინაარსის შეტყობინება გაუგზავნოს.
- მარკეტინგული სახის შეტყობინების გაგზავნისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტექსტი
უნდა
შეიცავდეს უარის თქმის მექანიზმს, რომელიც არასასურველი შეტყობინებების დასაბლოკად შეტყობინების
მიმღებმა უნდა გაუგზავნოს მომხმარებელს. ამ მიზნით, პლატფორმაზე შექმნილია ფუნქციონალი, რომელიც
უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა გასაგზავნი მარკეტინგული შინაარსის შეტყობინების ტექსტს
დაურთოს
უარის თქმის მექანიზმი.
- SMSCenter-ის პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს მის მიერ შეყვანილი
ნომრების სხვადასხვა სიები და დააჯგუფოს ის ნომრები, რომლებისგანაც მიღებული აქვს თანხმობა
მარკეტინგული ხასიათის შეტყობინების მიღების თაობაზე. ასევე, ის ადრესატი, რომელსაც
გამოგზავნილი
აქვთ უარი ასეთი შეტყობინებების მიღებაზე, ავტომატურად დაჯგუფდება სისტემის მიერ STOP სიაში.
ასეთი
დაჯგუფების მეშვეობით, პლატფორმა მომხმარებელს ავტომატურ რეჟიმში აწვდის სათანადო ინფორმაციას
და
ხელს უწყობს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებაში.
- საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება უპირობოდ მიდის ადრესატთან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა
აღნიშნული ნომერი „სტოპ სია“-ში და დაბლოკილი აქვს თუ არა ნომერს შეტყობინებების
მიღება
მოკლე ნომრის საშუალებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რამდენადაც მარკეტინგული მოკლე
ტექსტური
(SMS) შეტყობინებების მიღებაზე ნებართვის მოპოვება წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას,
ადრესატის თანხმობის გარეშე მის მიერ მარკეტინგული მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების
საინფორმაციო
ხასიათის შეტყობინების სახით გაგზავნა დაარღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონს და მისგან გამომდინარე ყველა იურიდიულ და ფინანსურ შედეგზე პასუხისმგებელია
მომხმარებელი.
- მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება API პროტოკოლით, რომლის სარგებლობის
ტექნიკური
პირობები აღწერილია შემდეგ გვერდზე: https://smscenter.ge/.
- მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
- SMSCenter:
- უფლებამოსილია შეცვალოს ხელშეკრულებაში მოცემული პირობები მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების
გარეშე. ახალი პირობები ძალაში შედის https://smscenter.ge/
პლატფორმაზე მათი განთავსებისთანავე. SMSCenter უფლებამოსილია ასეთი ცვლილებების შესახებ
შეტყობინება გაუგზავნოს მომხმარებლებს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ. ფოსტის ან
ტელეფონის ნომრის გამოყენებით, რაზეც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს წინამდებარე მომსახურების
პირობებზე დათანხმებისთანავე.
- არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსზე ან მის სათაურზე,
მოცემულ საკითხებზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
- მომხმარებელი SMSCenter-ს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეინახოს ან/და დაამუშავოს მის მიერ
რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები როგორიცაა: სახელი,
გვარი, ელ. ფოსტა, პოზიცია, ტელეფონის ნომერი, ბიზნესის სახელწოდება, ბიზნესის ბმული,
მისამართი,
ინდუსტრია, ქვეყანა.
- ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს მისი პლატფორმის ტექნიკური გამართულობა და
შეუფერხებელი წვდომა თავიანთ ანგარიშებზე დადგენილი წესის შესაბამისად. SMSCenter-ს
პასუხისმგებლობა
არ ეკისრება მისი ბრალეულობის გარეშე გამოწვეული ტექნიკური ხარვეზებისა თუ სერვერის
ვირუსებისთვის.
- თავისუფლდება ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებლის მიერ
მესამე პირის ინფორმაციის ან პლატფორმის გამოყენებისას.
- ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ სისტემაში შეყვანილი პერსონალურ მონაცემებსა და
ბილინგის სისტემაზე წვდომის მქონე დასაქმებული პირის მიერ კონფიდენციალურობის დაცვა, გარდა
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი პერსონალური მონაცემების
უსაფრთხოება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
შესაბამისად.
- მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მიაწოდოს მომხმარებელს სათანადო
ინფორმაცია და
ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში.
- მომხმარებელი:
- ვალდებულია სათანადოდ მოახდინოს მისი ანგარიშის კონფიგურაცია, გაიაროს რეგისტრაციის პროცედურა,
დაეთანხმოს მომსახურების პირობებს და გაააქტიუროს მინიმუმ ერთი სათაური დადგენილი წესის
შესაბამისად. მომხმარებელი ასევე ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ზუსტი, უტყუარი და
სრულყოფილი
ინფორმაცია.
- ვალდებულია გამოიყენოს კონტროლის და ვერიფიკაციის არსებული მექანიზმები (უსაფრთხოების
მექანიზმების
ჩათვლით).
- ვალდებულია არ გამოიყენოს SMSCenter-ის მომსახურება შემდეგ შემთხვევებში: (ა) კანონით აკრძალული
საქმიანობის, მომსახურების ან საქონლის სარეკლამოდ; (ბ) რელიგიური შინაარსის მოკლე ტექსტური
(SMS)
შეტყობინებების გასაგზავნად; (გ) აბორტის ან სასქესო უჯრედების დონაციის სარეკლამოდ; (დ)
კანონმდებლებით გათვალისწინებული თანხმობის/ნებართვის გარეშე; (ე) ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის
გავრცელებისათვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მომხმარებელი ასევე
ვალდებულია არ გააგზავნოს ისეთი ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას სახელმწიფო
არეულობისკენ ან ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით. აღნიშნული პუნქტის
მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით დარღვევას და მომხმარებელს დაეკისრება
იმ
ჯარიმის/საურავის/პირგასამტეხლოს სრულად გადახდის ვალდებულება, რომელიც შესაძლოა დაეკისროს
SMSCenter-ს მობილური სერვის პროვაიდერების ან ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ამ ვალდებულებათა
დარღვევის გამო. ასევე, აღნიშნული დარღვევით SMSCenter-ისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი
ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ სრულად. წინამდებარე პუნქტში გათვალისწინებული ჯარიმა
მომხმარებლის
მიერ SMSCenter-ისთვის ანაზღაურდება SMSCenter-ის წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული
დღის
ვადაში.
- ვალდებულია მიმართოს ზომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის მონაცემების უსაფრთხოებისთვის,
დაცვისთვის,
წაშლისთვის და სარეზერვო შექმნისთვის, მათ შორის, უფლებამოსილი ანგარიშის მფლობელის დაშვების
კონტროლი, მონაცემთა კონტროლი, მონაცემთა დაარქივების ან წაშლის კონტროლი. მოკლე ტექსტური (SMS)
შეტყობინებების ადრესატების ნომრებს და გაგზავნილ ტექსტებს მომხმარებელი ინახავს თავის
კაბინეტში,
რომელთა შენახვას ტექნიკურად უზრუნველყოფს SMSCenter 2 (ორი) წლის განმავლობაში.
- ვალდებულია მოიპოვოს წინასწარი თანხმობა მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების ადრესატებისგან თუ
ამას ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო ადრესატთა მხრიდან მოთხოვნის
შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოკლე
ტექსტური (SMS) შეტყობინებების გაგზავნა ასეთი ადრესატის ნომერზე. ასევე, მომხმარებელი
აცნობიერებს
და ეთანხმება მომსახურების პირობების 4.2 პუნქტში ასახულ უარის თქმის მექანიზმს, რომლის
დარღვევის შემთხვევაშიც, სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
- SMSCenter-ის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნისას, მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს მას
ზუსტი, უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია.
- ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს SMSCenter-ს მისი ანგარიშის არა-ავტორიზებული გამოყენების, ან
ასეთი გამოყენების საფრთხის თაობაზე.
- პასუხისმგებელია პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოყენებული მოწყობილობების, ქსელების
და
სხვა გამომთვლელი რესურსების მუშაობაზე და უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც უსაფრთხო და უწყვეტ
ინტერნეტ
კავშირზე.
- პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ მისი ანგარიშის, ვერიფიკაციისთვის/შესვლისთვის საჭირო
რეკვიზიტების (მაგ., პაროლი, ტელეფონის ნომერი) კონფიდენციალურად დაცვაზე.
- ფასი და ანგარიშსწორება
- პლატფორმით სარგებლობის საფასური განისაზღვრება შესაბამისი სატარიფო გეგმის მიხედვით. სატარიფო
გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს საფასურის გადახდას ანგარიშთან დაკავშირებული ანგარიშის
მფლობელთა
რაოდენობის მიხედვით.
- მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმით განსაზღვრული გადასახდელის გადახდა ხდება წინასწარ,
შესაბამისი პერიოდის დაწყებისთანავე.
- თითოეული სატარიფო გეგმით განსაზღვრულია იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც მოიცავს
შესაბამისი
სატარიფო გეგმა.
- გადახდის განხორცილების დროს მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ გადახდის ლეგალური და
ვალიდური საშუალებები (მაგალითად, საგადახდო/საბანკო/ ბარათები) და სწორად და ზუსტად მიაწოდოს
SMSCenter-ს ინფორმაცია გადახდის საშულებების შესახებ.
- გადახდის მოთხოვნის (ინვოისი) ან/და გადახდის განხორცილების საშუალების/წესის/ფორმის ცალმხრივად
განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია SMSCenter-ს. აღნიშნული საშუალება/წესი/ფორმა შეიძლება
პერიოდულად შეიცვალოს SMSCenter-ის მიერ.
- SMSCenter-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეასწოროს/შეცვალოს გადახდის მოთხოვნის ან ან/და გადახდის
განხორცილების შესახებ დოკუმენტი, თუ აღმოჩენილ იქნა ხარვეზი ან შეცდომა მათ შინაარსში.
- თუ მომხმარებელი არ ეთანხმება გადახდის მოთხოვნას ან გადახდას, იგი ვალდებულია აღნიშნულის
თაობაზე
შესახებ შეატყობინოს SMSCenter-ს, შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გაგზავნიდან ან/და გადახდიდან
30
(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ
მომხმარებელი
ეთანხმება გადახდას/გადახდის მოთხოვნას.
- SMSCenter-ს უფლება აქვს პერიოდულად დააწესოს ფასდაკლებები და სხვა სახის შეღავათები, თუმცა
აღნიშნული არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ეს ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს მუდმივად.
შესაბამისად, ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს იმ პირობებით და ვადით, რომელიც განსაზღვრული
იქნება
თავად SMSCenter-ს მიერ. ამასთან, თუ ფასდაკლება/შეღავათი ეხება სატარიფო გეგმას, იგი
იმოქმედებს
სატარიფო გეგმის პირველი შეძენისას.
- SMSCenter პასუხს არ აგებს არავითარ გადასახადზე თუ მოსაკრებელზე, საბანკო გადარიცხვის
საკომისიოზე
და სხვა ხარჯზე, თუ ასეთი გადასახადი, მოსაკრებელი, საკომისიო ან/და ხარჯი წარმოეშვა/წარმოეშობა
მომხმარებელს გადახდის განხორციელებისას. სატარიფო გეგმის შესაბამისი თანხა SMSCenter-მა უნდა
მიიღოს სრულად, ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე.
- SMSCenter პასუხს არ აგებს იმ საგადასახადო ტვირთზე რომელიც შეიძლება წარმოეშვას მოხმარებელს
საცდელი პერიოდით ან სხვა, SMSCenter-ის მიერ შეთავაზებული ფასდაკლებით ან/და შეღავათით
სარგებლობისას.
- მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს სატარიფო გეგმა.
- სატარიფო გეგმის ვადა იწყება მისი შეძენის მომენტიდან და სრულდება აღნიშნული გეგმით
გათვალისწინებული ვადის ბოლოს.
- SMSCenter-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს სატარიფო გეგმით განსაზღვრული ტარიფები,
ამასთან,
ცვლილება არ შეეხება იმ სატარიფო გეგმას, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი და ცვლილება
აისახება
სატარიფო გეგმით სარგებლობის გაგრძელების (განახლების) მომენტში.
- პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა და შესაბამისი შედეგები
- პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა/SMSCenter-ის სერვისების მიწოდების შეწყვეტა ხდება შემდეგ
შემთხვევებში: (1) SMSCenter-ის ინიციატივით, თუ არ მოხდა მომხმარებლის მიერ პლატფორმით
სარგებლობის
საფასურის გადახდა მის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით და SMSCenter-ის მიერ განსაზღვრულ
ვადებში; (2) მომხმარებელი არ აგრძელებს (აახლებს) სატარიფო გეგმას; (3) მომხმარებელი თავად
აუქმებს
პლატფორმით სარგებლობის უფლებას („ანგარიშის გაუქმება“), ასეთ შემთხვევაში
მომხმარებელმა გაუქმების შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს SMSCenter-ს შემდეგ მისამართზე -
info@smscenter.ge; (4) მომხმარებლის მიერ
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო პლატფორმით სარგებლობის უფლება წყდება
SMSCenter-ის გადაწყვეტილებით; (5) თუ SMSCenter ჩათვლის, რომ მომხმარებლის მიერ სერვისებით
სარგებლობის გაგრძელება SMSCenter-ს უქმნის სამართლებრივ რისკებს, ან წარმოადგენს საფრთხეს
SMSCenter-ის სერვისებისთვის ან/და სხვა მომხმარებლებისთვის.
- წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ (4) და (5) შემთხვევაში, პლატფორმით სარგებლობის
უფლების შეწყვეტის დროს (ა) SMSCenter არ არის ვალდებული წინასწარ შეატყობინოს მომხმარებელს; და
(ბ)
SMSCenter უფლებამოსილია მომავალში უარი განაცხადოს მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდებაზე.
- ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხები
SMSCenter-ს
მიერ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა მომხმარებელს არ ათავისუფლებს იმ
თანხების
(მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სარგებლობის საფასური, ზიანი და ა.შ.) გადახდის
ვალდებულებებისაგან,
რომლის სამართლებრივი საფუძველი წარმოიშვა შეწყვეტის თარიღამდე.
- SMSCenter უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, გადახდის ვადის გადაცილების შემდეგ
მოხმარებელს
მისცეს პლატფორმით სარგებლობის უფლება ვადის გადაცილების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული
დღის
განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თუ გადახდის თარიღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში
მომხმარებლის მიერ არ მოხდა პლატფორმით სარგებლობის განახლება (სატარიფო გეგმის შეძენა), მას
ეზღუდება ანგარიშით ან/და მისი ცალკეული ფუნქციონალით სარგებლობა.
- ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში, SMSCenter უფლებამოსილია
წაშალოს ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები/ინფორმაცია და SMSCenter-ს არ დაეკისრება წაშლამდე
არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღდგენის ან/და მომხმარებლისათვის მიწოდების ვალდებულება
ან/და
რაიმე სახის პასუხისმგებლობა. მონაცემთა შენახვასთან ან/და წაშლასთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით“.
- პლატფორმით სარგებლობის უფლების გაუქმება შესაძლებელია მოითხოვოს მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელმა,
რომელიც წინამდებარე მომსახურების პირობების შესაბამისად ქმნის ანგარიშს ან/და წარმოადგენს
ანგარიშის მფლობელს.
- ინტელექტუალური საკუთრება
- პლატფორმა წარმოადგენს SMSCenter-ის ინტელექტუალურ საკუთრებას და პლატფორმასთან დაკავშირებით
ნებისმიერი და ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის SMSCenter-ს.
- მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ პლატფორმის გამოყენებისას იგი არ დაარღვევს SMSCenter-ის
ინტელექტუალურ საკუთრებას და არ განახორციელებს პლატფორმის/ვებ-გვერდის დეკომპილაციას,
რევერსიულ
ინჟინერიას (ინგ. reverse engineering), დაშლას (ინგ. disassemble) ან იმგვარ ქმედებას, რომელიც
გამოიწვევს პლატფორმის/ვებ-გვერდის source code-ის მიღებას/ამოღებას ან/და SMSCenter-ის
ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას.
- პლატფორმაზე არსებული მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები, გარდა მომხმარებლის მიერ
ატვირთული/შექმნილი/მიღებული/გაგზავნილი ინფორმაციისა, წარმოადგენს SMSCenter-ის საკუთრებას და
მომხმარებელს არა აქვს მათი გამოყენების ან გავრცელების უფლება SMSCenter-ის წინასწარი
წერილობითი
თანხმობის გარეშე.
- პლატფორმაზე განთავსებული სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ნიშნები (შემდგომში „სავაჭრო ნიშნები“)
წარმოადგენს SMSCenter-ის საკუთრებას და მომხმარებელს არ აქვს მათი გამოყენების, მითითების ან
გავრცელების უფლება SMSCenter-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა,
თუ
აღნიშნული სავაჭრო ნიშნების გამოყენება ეხება მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებასთან
დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას/გავრცელებას. დამატებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას
და
ადასტურებს, რომ SMSCenter უფლებამოსილია მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე
მარკეტინგული
მიზნებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის სახელი, დასახელება, სავაჭრო ნიშნები (მათ შორის,
ვებ-გვერდზე
https://smscenter.ge/ან/და SMSCenter-ის საპრეზენტაციო
სლაიდ(ებ)ზე) და მარკეტინგულ კომუნიკაციაში მოიხსენიოს მომხმარებელი, როგორც SMSCenter-ის
კლიენტი.
- მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ პლატფორმაზე
ატვირთული/გაგზავნილი/შექმნილი/მიღებული ინფორმაცია არ არღვევდეს მესამე პირთა ინტელექტუალური
საკუთრების უფლებებს და არ შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას/ნიშნებს/გამოსახულებებს ან სხვა სახის
შინაარს, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული უფლებების დარღვევას.
- SMSCenter ეყრდნობა დაშვებას, რომ ატვირთულ/შექმნილ/გაგზავნილ ინფორმაციაზე ინტელექტუალურ
საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები და სხვა ნებისმიერი უფლება ეკუთვნის მომხმარებელს.
შესაბამისად, SMSCenter არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული შეამოწმოს ასეთ ინფორმაციასთან
დაკავშირებული უფლებების (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების) დაცულობის ან/და ამ
უფლებების გამოყენების მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული
პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- პასუხისმგებლობის გამორიცხვა/შეზღუდვა
- SMSCenter არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ
ატვირთული/გაგზავნილი/შექმნილი/მიღებული ინფორმაციის შინაარსზე, მის კანონმდებლობასთან
შესაბამისობაზე ან/და მისგან წარმოშობილ უფლება/მოვალეობებზე.
- SMSCenter არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დოკუმენტის/გარიგების
მხარე,
აქვე, ცალსახად არის გაცხადებული, რომ SMSCenter მხოლოდ ახორციელებს მოკლე ტექსტური (SMS)
შეტყობინებების გაგზავნის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერა/უზრუნველყოფას.
- SMSCenter არ არის პასუხისმგებელი არავითარ ზიანზე, ხარჯზე თუ დანაკარგზე ანგარიშის
არა-ავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში.
- მობილური სერვის პროვაიდერის ქსელურ მომსახურებებს SMSCenter ვერ აკონტროლებს და SMSCenter არ
არის
პასუხისმგებელი ამ მხრივ არსებულ შესაძლო ხარვეზებზე/პრობლემებზე. დამატებით, SMSCenter არ არის
პასუხისმგებელი: (ა) მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების შინაარსის წარუმატებლად გაგზავნაზე
ან/და
გაგზავნის შეუძლებლობაზე; (ბ) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შეფერხებაზე; ან/და (გ) მობილური
სერვის პროვაიდერის მიერ განხორციელებულ სერვისის ან სხვა ცვლილებაზე, რომელიც გავლენას ახდენს
სერვისებით სარგებლობის ფარგლებში მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების მიღებაზე ან/და
გაგზავნაზე.
- მომხმარებელი ვალდებულია SMSCenter დაიცვას მესამე პირების საჩივრებისგან, ვალდებულებისგან და
აუნაზღაუროს SMSCenter-ს ნებისმიერი ზიანი, დანაკარგი და ხარჯების (მათ შორის, მაგრამ არა
მხოლოდ,
ადვოკატის ხარჯები), რომლებიც უკავშირდება: (ა) მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობას (ბ)
ხელშეკრულების დარღვევას მომხმარებლის მიერ; (გ) მომხმარებლის მიერ რომელიმე მესამე პირის
ინტელექტუალური ან სხვა უფლებების დარღვევას; ან/და (დ) SMSCenter-ს სერვისების ფარგლებში
დამუშავებული მონაცემების სახეობას და შინაარს.
- შესაძლოა SMSCenter-მა პლატფორმაზე განათავსოს მესამე პირების სერვისების ან/და რესურსების
ბმულები,
რომლებსაც SMSCenter ვერ აკონტროლებს. SMSCenter არ იძლევა გარანტიას მესამე პირის შინაარსის და
მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობაზე და კანონიერებაზე. ამასთან, SMSCenter-ს
არ
ეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარი მესამე პირ(ებ)ის სერვისების და რესურსების ბმულების
შინაარსზე,
მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობასა ან/და კანონიერებაზე.
- SMSCenter-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა დოკუმენტის შენახვის ვად(ებ)ის დადგენასთან
დაკავშირებით,
თუ აღნიშნული ვად(ებ)ი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, რეგულაციით, ან/და სასამართლო და
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით. ამასთან, SMSCenter არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული
მომხმარებლის ელექტრონული ან სხვა დოკუმენტები მიაწოდოს სხვა მხარეებს.
- მომხმარებელთა დაცვის ან მსგავსი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სპეციალური მოთხოვნები
ტრანზაქციებზე, რომელშიც მონაწილეობს ესა თუ ის მომხმარებელი. SMSCenter არ არის ვალდებული: (i)
დაადგინოს, მონაწილეობს თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ ტრანზაქციაში მომხმარებელი (ii) გასცეს ან
მოიპოვოს თანხმობა, ან დაადგინოს, გაუქმდა თუ არა თანხმობა; ან/და (iii) გასცეს ინფორმაცია
თანხმობის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით.
- მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ მის მიერ მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების გაგზავნის
შემდეგ
შესაძლოა მესამე პირმა განხორციელოს მისი შინაარსის ისეთი კოპირება ან გავრცელება, რომელიც
შესაძლოა
არ შეესაბამებოდეს მომხმარებლის ინტერესებს, ამ შემთხვევაში SMSCenter არ ატარებს/იღებს
არავითარ
პასუხისმგებლობას და რისკების აღებაზე/შეფასებაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
- მომხმარებელი აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოახდენს სისტემიდან
(მომხმარებლის ანგარიშიდან) ნებისმიერი ინფორმაციის წაშლას, SMSCenter არ შეიძლება იყოს
მომხმარებლის მიერ წაშლილი დოკუმენტის აღდგენაზე პასუხისმგებელი.
- მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ SMSCenter-ის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნასთან მიმართებით შეზღუდულია და
შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობამდე ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში
მომხმარებლის მიერ SMSCenter-სთვის გადახდილი პლატფორმით სარგებლობის საფასურის ჯამური
ოდენობით.
- განცხადებები და გარანტიები პლატფორმით სარგებლობასთან და მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების
შინაარსთან დაკავშირებით
- პლატფორმაზე რეგისტრაციით და პლატფორმით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა
გარანტიას,
რომ:
- მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთულ, გაგზავნილ, მიღებულ ან შექმნილ ინფორმაციაზე
და
მის შინაარსზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და მათი
ატვირთვით/გაგზავნით/შექმნით/მიღებით:
(1) ის არ არღვევს სხვა პირის ინტელექტუალური თუ სხვა სახის უფლებას, კანონს,
კანონქვემდებარე აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მესამე პირთა უფლებებს თუ სხვა
შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას და რეგულაციას; (2) მიზნად არ ისახავს
კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ან ასეთი ქმედების დაგეგმვას; (3) არ
ახორცილებს მესამე პირების კანონიერი უფლებების დარღვევას/შელახვას; (4) არ იწვევს
ფულის
გათეთრების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის დარღვევას/თავის არიდებას ან/და არ
იწვევს
ფულის გათეთრებისათვის საფუძვლების შექმნას; ან/და (5) არ ავრცელებს კომპიუტერულ ვირუსს
ან
სხვა სახის საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მესამე პირები ან/და დაარღვიოს მათი
უფლებები;
- არის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი ფიზიკური/იურიდიული პირი;
- მის მიერ SMSCenter-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და არ არის
შეცდომაში
შემყვანი;
- მოპოვებული აქვს ნებისმიერი და ყველა თანხმობა/ნებართვა/უფლებამოსილება, რაც შეიძლება
საჭირო იყოს მის მიერ პლატფორმით სარგებლობისათვის;
- მომხმარებელი იურიდიული პირის შემთხვევაში, პირი, რომელიც ქმნის და მართავს ანგარიშს,
უფლებამოსილია წარმოადგინოს/იმოქმედოს იურიდიული პირის სახელით;
- პლატფორმით სარგებლობა არ არღვევს მის მიერ სხვა
ხელშეკრულებას/შეთანხმებას/კანონქვემდებარე
თუ საკანონმდებლო აქტს/შიდა კორპორაციულ წესს და რეგულაციას;
- არ გამოიყენებს პლატფორმას არალეგალური/კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის;
- არ იყენებს პლატფორმას მესამე პირებისათვის ე. წ. „სპამური“ (Spam)
შეტყობინებების გაგზავნისათვის.
- არ გამოიყენებს პლატფორმას „ფინანსური პირამიდის“ შექმნის მიზნებისათვის და
ამ
მიზნით მესამე პირების მოზიდვისათვის.
- არ გამოიყენებს პლატფორმას კომპიუტერული ვირუსების გავრცელების ან/და სხვა ისეთი
ელექტრონული ჩარევისთვის, რამაც შეიძლება დააზარალოს პლატფორმა, მესამე პირები, სხვა
მომხმარებლები, შეაღწიოს სხვა პირის პირად ელექტრონულ სივრცეში ან/და არალეგალურად
მოიპოვოს
პირადი, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაცია.
- პლატფორმით არ ისარგებლებს სხვა პირის სახელით ან/და ისეთი რეკვიზიტებით (სახელი,
გვარი,
ელ. ფოსტა, ლოგოს გამოყენება და ა.შ.), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღრევა ან
შეცდომაში შეყვანა მომხმარებლის ვინაობასთან დაკავშირებით.
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს/ელ. ფოსტას/საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
- პასუხისმგებელია მის მიერ სერვისების გამოყენებაზე.
- პასუხისმგებელია, რომ კონფიდენციალურად შეინახოს მომხმარებლის სახელი და პაროლი და არ
მისცეს მესამე პირებს ანგარიშის არა-ავტორიზებული სარგებლობის უფლება.
- დაუყოვნებლივ შეატყობინებს SMSCenter-ს თუ დაფიქსირდება მისი ანგარიშის
არა-ავტორიზებული
გამოყენება ან შეიქმნება ასეთი გამოყენების საფრთხე.
- არ განახორციელებს იმგვარ ქმედებას, რომელიც იწვევს/შესაძლოა გამოიწვიო პლატფორმის
ცალკეული
ფუნქციონალ(ებ)ის (მათ შორის, პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
ფუნქციონალ(ებ)ის)
მოშლას, განადგურებას, დაზიანებას, მწყობრიდან გამოყვანას ან/და სხვაგვარ ხელშეშლას.
- მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების შესაბამისობა და პასუხისმგებლობა: მომხმარებელი
ადასტურებს, რომ მას აქვს წინასწარ მიღებული მკაფიო თანხმობა მონაცემთა იმ
სუბიექტისგან,
ვისთანაც მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინება იგზავნება პლატფორმის მეშვეობით და რომ
აღნიშნული თანხმობა შეესაბამება ყველა შესაბამის სამართლებრივ (მათ შორის TCPA, CTIA,
GDPR)
რეგულაციას. მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია თანხმობათა მოპოვებაზე,
შეგროვებაზე,
შენახვასა და საჭიროების შემთხვევაში თანხმობის ფაქტის მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე. მომხმარებელი
ვალდებულია დაიცვას წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სხვა შემთხვევაში
ვალდებულია აუნაზღაუროს SMSCenter-ს ნებისმიერი ზიანი, ჯარიმა, ან/და ხარჯი, რომელიც
მიადგება მომხმარებლის მიერ სათანადო თანხმობის მიუღებლობის ან მოკლე ტექსტური (SMS)
შეტყობინებებთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების დარღვევის შედეგად. წინამდებარე
პუნქტში
გათვალისწინებული ჯარიმა მომხმარებლის მიერ SMSCenter-ისთვის ანაზღაურდება SMSCenter-ის
წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
- ცვლილებები და შეტყობინებები
- SMSCenter უფლებამოსილია დროდადრო ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე
დოკუმენტში,
რაც გულისხმობს, რომ შეცვლილი პირობები ავტომატურად გავრცელდება მომხმარებელზე და
ექნება
სავალდებულო სამართლებრივი ძალა. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში,
თუ
მომხმარებელი აგრძელებს პლატფორმით სარგებლობას SMSCenter-ის მიერ ხელშეკრულებაში
ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემდგომ, ითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ
შეცვლილ/განახლებულ პირობებს.
- პირობების შეცვლის შესახებ მომხმარებელს ეცნობება პლატფორმაზე
შესვლისას/ავტორიზაციისას.
შეტყობინების ფორმის შერჩევა წარმოადგენს SMSCenter-ის უფლებამოსილებას.
- SMSCenter მომხმარებელთა საკომუნიკაციოდ გამოიყენებს რეგისტრირებულ ელ. ფოსტას,
ტელეფონის
ნომერს და მომხმარებლის ანგარიშს. რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე, ტელეფონის ნომერზე ან
მომხმარებლის ანგარიშზე შეტყობინების გაგზავნა ითვლება სამართლებრივი ძალის მქონე ნების
გამოვლენად.
- მომხმარებელი SMSCenter-თან საკომუნიკაციოდ გამოიყენებს ელ-ფოსტას: info@smscenter.ge.
- ფორს - მაჟორი
- მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი
შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
- ფორს მაჟორად განიხილება მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი
გარემოებები, რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ
და
გადაელახათ, რომლებიც ერთობლივად აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს: ა0 არ არსებობდა
ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტისათვის; ბ) მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ
ევარაუდათ;
გ) პირდაპირ და უშუალოდ შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას ან
უფლების
რეალიზებას.
- თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს
თანაბარზომიერად გაიზრდება.
- ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ფორს-მაჟორული
გარემოებების ამოწურვის შემდგომ მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ფორს-მაჟორული
გარემოებების შედეგად გადავადებული ვალდებულებები.
- გამოსაყენებელი სამართალი და დავის გადაწყვეტა
- სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებამდე მომხმარებელი
მიზანშეწონილია დაუკავშირდეს SMSCenter-ს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე - info@smscenter.ge, მოკლედ აღწეროს
პრეტენზიის
საგანი, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (ასევე, მომხმარებლის სახელი, თუ პრეტენზია
უკავშირდება მომხმარებლის ანგარიშს).
- მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან წარმოშობილი
ნებისმიერი
და ყველა დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ.
- ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი საკითხი
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
- დასკვნითი დებულებები
- მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირ(ებ)ს გადასცეს ხელშეკრულებით ნაკისრი
ნებისმიერი
ვალდებულება ან მინიჭებული უფლება.
- ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და მხარეთა მიერ ნების
გამოვლენა
მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ
სიტყვა-სიტყვითი
მნიშვნელობიდან.
- ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ
დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების
გამოუყენებლობა
არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
- ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ
გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და
ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება,
რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის, ბათილი დებულებით)
გათვალისწინებული მიზანი.
- ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია
მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა
არ
ენიჭება.
პლატფორმის გამოყენების დამატებითი წესები და პირობები
წინამდებარე პლატფორმის გამოყენების დამატებითი წესები და პირობები (შემდგომში „დამატებითი
პირობები“ ) არეგულირებს მომხმარებლის მიერ SMSCenter-ს პლატფორმის გამოყენებასა და
სარგებლობასთან დაკავშირებულ დამატებით პირობებს.
- ზოგადი დებულებები
- წინამდებარე დამატებითი პირობები წარმოადგენს SMSCenter-ს მომსახურების სტანდარტული პირობების
(შემდგომში „მომსახურების პირობები“) არსებით და განუყოფელ
ნაწილს და განიმარტება მომსახურების პირობებთან ერთობლიობაში.
- წინამდებარე დამატებითი პირობებსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში,
უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე დამატებითი პირობებით დადგენილ წესებს.
- წინამდებარე დამატებით პირობებში გამოყენებულ ტერმინებს ენიჭება მომსახურების პირობებში
მითითებული
მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე დამატებითი პირობებიდან ან/და დამატებითი
პირობების კონტექსტიდან სხვაგვარად გამომდინარეობს.
- წინამდებარე დამატებით პირობებში მითითებული ფუნქციონალ(ებ)ის გამოყენება დამოკიდებულია
მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის პირობებზე.
- დამატებითი წესები და პირობები
- ანგარიშის შექმნა.მომხმარებელმა პლატფორმაზე იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია უნდა გაიროს
უნიკალური და მხოლოდ მის მფლობელობაში/მასთან ასოცირებული ელექტრონული ფოსტით და სახელით/ გვარით ან
საფირმო
სახელწოდებით. არ შეიძლება ორ ან მეტ მომხმარებელს ჰქონდეს იდენტური ელექტრონული ფოსტა ან/და საფირმო
სახელწოდება.
- სახელი/გვარი.თუ მომხმარებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, იგი ვალდებულია
მიუთითოს
მის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული სახელი და გვარი, ამავე
დოკუმენტში
მითითებული იდენტური ანბანური სიმბოლოების გამოყენებით (იგულისხმება როგორც ქართული, ისე
ლათინური
სიმბოლოების გამოყენება).
- საფირმო სახელწოდება.თუ მომხმარებელი წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი
ვალდებულია
თავის სახელწოდებაში მიუთითოს ის საფირმო სახელწოდება, რომლითაც რეგისტრირებულია შესაბამის
სახელმწიფო თუ სხვა ოფიციალურ რეესტრში, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებული იდენტური ანბანური
სიმბოლოების გამოყენებით (იგულისხმება როგორც ქართული, ისე ლათინური სიმბოლოების გამოყენება).
- სხვა სახელი.თუ მომხმარებელს წარმოადგენს ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც
არ
არის იურიდიული პირი, იგი ვალდებულია თავის სახელწოდებაში მიუთითოს ის საფირმო სახელწოდება
რომელიც
მას მითითებული აქვს მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში (ყველა ცვლილების გათვალისწინებით).
- დამატებითი მონაცემები.პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიუთითოს
სხვა
დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ა.შ.).
- მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინებების დამატებითი პირობები. გასაგზავნი ტექსტის
სიმბოლოების რაოდენობის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმით მიღებულ მოკლე
ტექსტური (SMS) შეტყობინებების ბალანსს აკლდება ქვემოთ მოცემული რაოდენობის SMS-ები:
ტექსტის სიგრძე
- 1 - 160: ხარჯი 1 SMS;
- 161 - 306: ხარჯი 2 SMS;
- 307 - 459: ხარჯი 3 SMS;
- 460 - 480: ხარჯი 4 SMS.
იმ შემთხვევაში, თუ გასაგზავნი ტექსტი შეიცავს ქართულ ან Unicode ერთ ცალ სიმბოლოს მაინც:
ტექსტის სიგრძე
- 1 – 70: ხარჯი 1 SMS;
- 71 – 134: ხარჯი 2 SMS;
- 135 - 201: ხარჯი 3 SMS;
- 202 - 268: ხარჯი 4 SMS;
- 269 - 335: ხარჯი 5 SMS;
- 336 - 402: ხარჯი 6 SMS.
- დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე დამატებით პირობებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს მომსახურების
პირობებით გათვალისწინებული წესები.
- საკითხები რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე დამატებით პირობებით, რეგულირდება
მომსახურების პირობებით.